მხატვარ სპარტაკ ცინცაძის საიუბილეო შემოქმედებითი საღამო

თარიღი : 17.10.2025

მწერალთა სახლში გაიმართა დამსახურებული მხატვრის სპარტაკ ცინცაძის საიუბილეო შემოქმედებითი საღამო, ხელოვანის ალბომის წარდგენა და გამოფენა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: გამომცემელი კახა რუსიძე, ხელოვნებათმცოდნე მარიამ გაჩეჩილაძე, მხატვარი, დიზაინერი ნინო ჯიშკარიანი, ფილოლოგი, რედაქტორი მანანა სანადირაძე და მხატვარი, ხატმწერი ირაკლი ცინცაძე. საუბრები შეეხო მხატვრის მრავალწლიან საქმიანობას, განსაკუთრებით კი იმ პერიოდს, როდესაც ის გამომცემლობა „მერანში“ მუშაობდა.
წარდგენილ ალბომში თავმოყრილია სპარტაკ ცინცაძის გამორჩეული ნამუშევრები, ხელოვნებათმცოდნეთა შეფასებები და იშვიათი ფოტომასალა, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს უფრო ახლოს გაიცნოს მხატვრის მრავალფეროვანი სამყარო.