მწერალთა სახლში გრძელდება ქართულ-პოლონური მთარგმნელობითი შეხვედრა

თარიღი : 31.10.2025

მწერალთა სახლში გრძელდება ქართულ-პოლონური მთარგმნელობითი შეხვედრა, რომელშიც ქართველი და პოლონელი ავტორები მონაწილეობენ.
2 ნოემბერს, 19:00 საათზე, გაიმართება ქართულ-პოლონური ლიტერატურული საღამო, სადაც სარეზიდენციო და მთარგმნელობითი პროგრამის მონაწილე ავტორები საკუთარ შემოქმედებას მკითხველს წარუდგენენ.
გამოიცემა ორენოვანი კრებული, რომელშიც მონაწილე ავტორების ლექსები იქნება თავმოყრილი.