მწერალთა სახლში გრძელდება ლიტერატურული შეხვედრების სერია – „პარასკევის საღამოები“.
„პარასკევის საღამოები“ წარმოადგენს „ლიტერატურული გაზეთისა“ და მწერალთა სახლის ერთობლივი პროექტის „ახალი სახელები“ განახლებულ ფორმატს.
„პარასკევის საღამოები“ არა მხოლოდ ახალი სახელების აღმოჩენის სივრცეა – აქ შეხვდებით უკვე ცნობილ და თქვენთვის საყვარელ ავტორებსაც, რომელთა შემოქმედება ბევრისთვის კარგად ნაცნობი და ახლობელია.
ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე, პოეზიითა და პროზით დაინტერესებულ მკითხველს შესაძლებლობა აქვს შეხვდეს საინტერესო ავტორებს და უკეთ გაიცნოს მათი შემოქმედება.
7 ნოემბერს მკითხველის წინაშე წარდგებიან პოეტები − გიორგი აბესაძე (გიო ზედვაკელი) და თემო ჯობავა.
შემოგვიერთდით ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე, მაჩაბლის 13-ში.