დრამატურგიის სახელოსნოს პირველი შეხვედრა გაიმართა

თარიღი : 04.11.2025

მწერალთა სახლში ირაკლი სამსონაძის დრამატურგიის სახელოსნოს პირველი შეხვედრა გაიმართა.
მწერალი და დრამატურგი ირაკლი სამსონაძე სახელოსნოს მონაწილეებს კურსის თემატიკასა და მიზნებზე ესაუბრა, გაუზიარა სამომავლო გეგმა და მისცა დავალებები მომდევნო ლექციებისთვის.
როგორ ავაგოთ ამბავი?
რა პროცესს გადის ნაწარმოები, ვიდრე დასრულებულ სახეს მიიღებს?
რატომ არის ამბის თხრობა მნიშვნელოვანი და რა საფეხურები უნდა განვლოს, რათა აუდიტორიისთვის დასამახსოვრებელი და საინტერესო გახდეს? − ეს არის შეკითხვები, რომლებიც ამბის აგების პროცესში ხშირად დაისმის.
ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა, კულმინაცია, კვანძის გახსნა და ფინალი − ეს ის საფეხურებია, რომლებიც ამბის გადმოცემისას მნიშვნელოვანია.
კურსის შეხვედრები გაიმართება ყოველ სამშაბათს, 17:00 საათზე.