მწერალთა სახლში გაიმართება ქართულ-პოლონური ლიტერატურული საღამო

თარიღი : 31.10.2025

2 ნოემბერს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება ქართულ-პოლონური ლიტერატურული საღამო, სადაც სარეზიდენციო და მთარგმნელობითი პროგრამის მონაწილე ავტორები საკუთარ შემოქმედებას მკითხველს წარუდგენენ.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ უფრო ახლოს გაეცნონ ორი ქვეყნის პოეზიასა და ავტორთა შემოქმედებას.
პროექტის ფარგლებში ქართველი და პოლონელი პოეტები, ასევე საბავშვო პროზის ავტორები, ორი დღის განმავლობაში ერთობლივად თარგმნიდნენ პოეტურ ტექსტებს.