გრძელდება ლიტერატურული შეხვედრების სერია – „პარასკევის საღამოები“

თარიღი : 01.11.2025

მწერალთა სახლში გრძელდება ლიტერატურული შეხვედრების სერია – „პარასკევის საღამოები“.
31 ოქტომბრის საღამოს აუდიტორიის წინაშე წარდგნენ პოეტი და პროზაიკოსი დარეჯან სუმბაძე და პოეტი ლევან ბოცვაძე. შეხვედრას მოდერაციას უწევდა მწერალი ბაჩო კვირტია, რომელმაც აუდიტორიას გააცნო ორივე ავტორის შემოქმედება და ისაუბრა მათთვის დამახასიათებელ ლიტერატურულ ნიუანსებზე.
საღამოზე მოწვეულმა ავტორებმა ისაუბრეს თავიანთ შემოქმედებით გზაზე, წაიკითხეს საკუთარი პოეტური და პროზაული ნაწარმოებები, რის შემდეგაც შეხვედრა აუდიტორიასა და ავტორებს შორის დიალოგით გაგრძელდა.
დარეჯან სუმბაძემ ძალიან საინტერესოდ ისაუბრა საკუთარ შემოქმედებით გზაზე და სირთულეებზე.