მწერალთა სახლში გრძელდება ლიტერატურული შეხვედრების სერია – „პარასკევის საღამოები“.
„პარასკევის საღამოები“ წარმოადგენს „ლიტერატურული გაზეთისა“ და მწერალთა სახლის ერთობლივი პროექტის „ახალი სახელები“ განახლებულ ფორმატს, რომელიც კვლავაც გრძელდება „ლიტერატურულ გაზეთთან“ თანამშრომლობით.
ლიტერატურული შეხვედრები არა მხოლოდ ახალი სახელების აღმოჩენის სივრცე იქნება – აქ შეხვდებით უკვე ცნობილ და თქვენთვის საყვარელ ავტორებსაც, რომელთა შემოქმედება ბევრისთვის კარგად ნაცნობი და ახლობელია.
ეს შეხვედრები მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება როგორც ახალგაზრდა ავტორებისთვის, რომლებიც ახლა იკვლევენ საკუთარ შემოქმედებით გზას, ისე იმ მწერლებისთვის, ვისაც უკვე ჰყავს თავისი მკითხველი და აუდიტორია.
მკითხველისთვის „პარასკევის საღამოები“ განსაკუთრებით ღირებული იქნება – აქ გაიცნობთ ახალ სახეებს, რომლებიც მალე ლიტერატურულ სივრცეში აქტიურად გამოჩნდებიან, შეხვდებით თქვენს საყვარელ ავტორებს, მოისმენთ პოეზიასა და პროზას, დასვამთ შეკითხვებს და იმსჯელებთ თანამედროვე ლიტერატურულ ტენდენციებზე.
ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე, პოეზიითა და პროზით დაინტერესებულ მკითხველს შესაძლებლობა ექნება შეხვდეს საინტერესო ავტორებს და უკეთ გაიცნოს მათი შემოქმედება.
21 ნოემბერს მკითხველის წინაშე წარდგებიან პოეტები ია სულაბერიძე და მაია მინდელი.
შემოგვიერთდით ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე, მაჩაბლის 13-ში.