მწერალთა სახლი მონაწილეობს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში „ქართველები და ზღვა“, რომელიც ქალაქ ბათუმში იმართება.
ფესტივალის ფარგლებში შედგა მწერალთა სახლის მხარდაჭერით გამოცემული ნატო კორსანტიას წიგნის ,,გალაკტიონი, ზღვა და აფხაზეთი" წარდგენა.
პოეზიის საღამოზე მანონ ბულისკერია და გიორგი ლობჟანიძე აუდიტორიის წინაშე საკუთარი შემოქმედებით წარდგნენ.