მწერალთა სახლში გრძელდება საგანმანათლებლო პროექტი − ირაკლი სამსონაძის „დრამატურგიის სახელოსნო“.
შეხვედრაზე ირაკლი სამსონაძემ მსმენელებს თანამედროვე პიესები გააცნო, რომლებიც შემდეგ მათთან ერთად განიხილა. ლექციების ფარგლებში მონაწილეები იღებენ როგორც კითხვით, ასევე საწერ დავალებებს, რაც ეხმარებათ დრამატურგიული ნაწარმოების წერის უნარების განვითარებაში.
ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა, კულმინაცია, კვანძის გახსნა და ფინალი − წერის პროცესის ის ცენტრალური საფეხურებია, რომელთა მნიშვნელობაზე დრამატურგი განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას. სწორედ ამბის თხრობისა და ნარატივის აგების მთავარ პრინციპებზე საუბრობს ირაკლი სამსონაძე ლექციის განმავლობაში.
კურსის შეხვედრები ტარდება ყოველ სამშაბათს, 17:00 საათზე და მოიცავს 12 ლექციას.