ლიტერატურული კონკურსი „მეოცნებე ნიამორები“

თარიღი : 01.12.2025

 

ლიტერატურულ კონკურს 

 

მეოცნებე ნიამორები

 

ცისფერყანწელთა სახელობის პრემიის მოსაპოვებლად

 

კონკურსის შესახებ

  • თემატიკათავისუფალი;
  • პრემია ყოველწლიურია და გაიცემა სამ ნომინაციაში;
  • თითოეულ ნომინაციაში დაწესებული პრემია − 3000 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით);

 

ნომინაციები:

  • მინიატურული პროზა (WORD-ის 2 გვერდი, 12-იანი შრიფტით); 
  • პოეზია (სონეტის ფორმით დაწერილი ერთი ლექსი);
  • ქაიანური“ (ლიტერატურული სანახაობა. ვიდეოს ხანგრძლივობა: 3-დან 7 წუთამდე);

კონკურსანტების ნამუშევრებს შეაფასებს ხუთკაციანი ჟიური. პირველი დაჯილდოება გაიმართება 2026 წლის 28 თებერვალს, ცისფერყანწელთა ლიტერატურული ორდენის დაარსების, ჟურნალცისფერი ყანწებისდა მათი მანიფესტის გამოცემის დღეს.

 

კონკურსისმეოცნებე ნიამორებიპირობები და წესები:

  • განაცხადები მიიღება 1 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით;
  • მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს
  • საკონკურსოდ მიიღება მხოლოდ ორიგინალური გამოუქვეყნებელი (როგორც ბეჭდური სახით, ასევე ელექტრონულ სივრცეში) ნაწარმოებები

 

კონკურსზე წარსადგენი დოკუმენტაცია და ნაწარმოების ფორმატი:

  • კონკურსანტის პირადობის მოწმობის ასლი;
  • კონკურსანტის მოკლე შემოქმედებითი ბიოგრაფია (WORD-დოკუმენტი);
  • კონკურსანტის ფოტო (JPG-ფორმატი);
  • ინფორმაცია ადრე გამოქვეყნებული ნამუშევრების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

საკონკურსო მასალა მოწოდებული უნდა იყოს ბეჭდური (მაჩაბლის . 13 მწერალთა სახლი) ან ელექტრონული სახით (info@writershouse.ge); PDF-დოკუმენტი, შრიფტი − Sylfaen, ზომა − 11, ხაზებს შორის დაშორებასტანდარტული (Multiple);