„გერმანული ლიტერატურის დღეები“

თარიღი : 01.12.2025

2 დეკემბერი, 19:00 საათი
„გერმანული ლიტერატურის დღეების“ ფარგლებში მწერალთა სახლში გაიმართება შეხვედრა ცნობილ გერმანელ ავტორებთან და დრამატურგებთან − მანფრედ იაკობსთან და ულრიკე იაკობსთან.
ქართველ მკითხველს შესაძლებლობა ექნება თანამედროვე გერმანულ ლიტერატურასა და დრამატურგიას ახლო რაკურსიდან გაეცნოს.
მანფრედ იაკობსი − ადვოკატი, ზაარლანდის აუდიტის სასამართლოს ყოფილი დირექტორი და ტელესცენარების ავტორი 1980 წლიდან. 2005 წლიდან მეუღლესთან, ულრიკე იაკობსთან ერთად, წერს რომანებსა და Non-fiction ნაშრომებს. მათ შორისაა: „საზღვრის გადამლახველი. ელიზაბეტ ლოთარინგიელი“ (2007), „სისის მემკვიდრეობა“ (2017), „ზაარბრიუკენი და მისი ბაროკოს მემკვიდრეობა“ (2019). ასევე არის მხატვრული ფილმის Prete Rosso-ს სცენარის ავტორი.
ულრიკე იაკობსი − მწერალი, სცენარისტი და რეჟისორი; ლიტერატურულ ჟურნალ Projekt-IL-ის თანადამფუძნებელი. მუშაობდა ევროპისა და აშშ-ის სხვადასხვა ქვეყანაში. 2005 წლიდან ქმნის ერთობლივ ლიტერატურულ ნამუშევრებს მანფრედ იაკობსთან. პროზის, Non-fiction-ისა და კინოს შესახებ ესეების ავტორია.
„გერმანული ლიტერატურის დღეები“ მიზნად ისახავს ქართულ და გერმანულ ლიტერატურულ სივრცეებს შორის დიალოგის გაღრმავებას და თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას.
გიწვევთ ღონისძიებაზე – დასწრება თავისუფალია!