ლიტერატურული შაბათები ნინო ქადაგიძის მოზარდთა შემოქმედებით სახელოსნოში გრძელდება.
დღეს მწერალთა სახლს ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მამულიანის“ მოცეკვავეები ესტუმრნენ. მათ დაათვალიერეს ისტორიული შენობა, მოისმინეს მასთან დაკავშირებული ამბები, დაათვალიერეს მუზეუმი და ნინო ქადაგიძის ლიტერატურული სახელოსნოს წევრებთან ერთად დაესწრნენ გაკვეთილს, სადაც შეხვდნენ ქალბატონ ქეთევან დუმბაძეს.
სტუმრებმა ქეთევან დუმბაძეს დაუსვეს შეკითხვები მამის − შესანიშნავი მწერლის, ნოდარ დუმბაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. მისი მოთხრობებისა და რომანების შექმნის პროცესზე, რეალურ თუ გამოგონილ პერსონაჟებსა და მწერლის ბიოგრაფიის ეპიზოდზე.