მწერალთა სახლში გრძელდება ლიტერატურული შეხვედრების სერია – „პარასკევის საღამოები“.
5
დეკემბერს აუდიტორიის წინაშე წარდგნენ პოეტი და პროზაიკოსი ვახო ვახტანგაძე და პოეტი ოთო ფალიანი. საღამოს მოდერაციას მწერალი ბაჩო კვირტია უწევდა, რომელმაც მსმენელს ავტორთა შემოქმედება და მათი პოეტური ენის თავისებურებები გააცნო.
პოეტებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები და ისაუბრეს თავიანთ შემოქმედებაზე. აუდიტორიის მხრიდან დაისვა შეკითხვები ავტორებისადმი, მათ შორის იმ ფორმებისა და გზების შესახებ, რომელსაც დღევანდელი ქართული პოეზია ეძიებს.
„პარასკევის საღამოები“ ქალაქის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი და მიმზიდველი მოვლენა გახდა, რომელიც ქმნის ლიტერატურული შეხვედრებისა და ახალი აღმოჩენების სივრცეს.