26 დეკემბერს მწერალთა სახლში ლიტერატურული შეხვედრების სერია „პარასკევის საღამოების“ სტუმრები იქნებიან პოეტები - სალომეა ლომინაძე და გიორგი ბალახაშვილი.
„პარასკევის საღამოები“ „ლიტერატურული გაზეთისა“ და მწერალთა სახლის ერთობლივი პროექტის „ახალი სახელები“ განახლებული ფორმატია, რომელიც კვლავაც გრძელდება „ლიტერატურულ გაზეთთან“ თანამშრომლობით.
ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე, პოეზიითა და პროზით დაინტერესებულ მკითხველს შესაძლებლობა ექნება შეხვდეს საინტერესო ავტორებს და უკეთ გაიცნოს მათი შემოქმედება.
შემოგვიერთდით ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე, მაჩაბლის 13-ში.