მწერალთა სახლში გრძელდება ლიტერატურული შეხვედრების სერია – „პარასკევის საღამოები“.

თარიღი : 19.12.2025

12 დეკემბერს აუდიტორიის წინაშე წარდგნენ პოეტი, მხატვარი მანონ ბულისკერია და პროზაიკოსი, დრამატურგი − ბაჩო კვირტია.
ავტორებმა წაიკითხეს საკუთარი პოეტური და პროზაული ტექსტები. გარდა ამისა, ისაუბრეს თავიანთ შემოქმედებაზე, წერის პროცესზე და სამომავლო გეგმებზე.
შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს მანონ ბულისკერია ლიტერატურული პრემიის „ანა“ ლაურეატი გახდა, ნომინაციაში „ქალი პოეტი“, კრებულისთვის Alla Prima.
„პარასკევის საღამოები“ ქალაქის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მიმზიდველ მოვლენად იქცა, რომელიც ლიტერატურული შეხვედრებისა და ახალი აღმოჩენების სივრცეს ქმნის.