ლიტერატურული შეხვედრების სერია „პარასკევის საღამოები“

თარიღი : 09.12.2025

12 დეკემბერს მწერალთა სახლში ლიტერატურული შეხვედრების სერია „პარასკევის საღამოების“ სტუმრები, პოეტები – ბექა რამიშვილი და კახა ჭლიკაძე არიან.
„პარასკევის საღამოები“ „ლიტერატურული გაზეთისა“ და მწერალთა სახლის ერთობლივი პროექტის „ახალი სახელები“ განახლებული ფორმატია, რომელიც კვლავაც გრძელდება „ლიტერატურულ გაზეთთან“ თანამშრომლობით.
ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე, პოეზიითა და პროზით დაინტერესებულ მკითხველს შესაძლებლობა ექნება შეხვდეს საინტერესო ავტორებს და უკეთ გაიცნოს მათი შემოქმედება.
შემოგვიერთდით ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე, მაჩაბლის 13-ში.