26 დეკემბერს მწერალთა სახლში ლიტერატურული პროექტის „პარასკევის საღამოები“ 2025 წლის ბოლო, დასკვნითი შეხვედრა შედგა.
26 დეკემბერს აუდიტორიის წინაშე წარდგნენ პოეტები − სალომეა ლომინაძე და გიორგი ბალახაშვილი.
საღამოს დასაწყისში პროექტის მოდერატორმა, მწერალმა ბაჩო კვირტიამ მოკლედ მიმოიხილა „პარასკევის საღამოების“ ისტორია, 2024 წელს მისი დაარსებიდან დღემდე − „ახალი სახელებიდან“ „პარასკევის საღამოებამდე“, და აუდიტორიას სამომავლო გეგმებიც გააცნო.
გუშინდელ საღამოს საგანგებო, განსხვავებული ფორმატი ჰქონდა − როგორც ქმედითი, ასევე აუდიტორიისა და მონაწილეთა განლაგების თვალსაზრისით.
პოეტები საკუთარ ნაწარმოებებს თითო ლექსის მონაცვლეობით კითხულობდნენ, რაც შეხვედრას განსაკუთრებულ დინამიკას სძენდა.
საღამოს დასასრულ, საკუთარი ნოველა წაიკითხა ბაჩო კვირტიამ, როგორც გუშინდელი შეხვედრის შემაჯამებელი, ერთგვარი ლიტერატურული რეზიუმე.
„პარასკევის საღამოები“ დროებით დაემშვიდობა საზოგადოებას.
პროექტი შეხვედრებს 16 იანვარს განაახლებს, ხოლო 30 იანვარს აუდიტორიის წინაშე განსხვავებული ფორმატით, სახელწოდებით „ლიტერატურული რანდევუ“, წარდგება, რომელიც ყოველი თვის ბოლო პარასკევს გაიმართება.