ლიტერატურული მარათონი შემოდგომის „არა-კი“

თარიღი : 13.01.2026

მწერალთა სახლის ლიტერატურული მარათონი შემოდგომის „არა-კი“ 2025 წლის 14-16 ნოემბერს, კახეთის ულამაზეს სოფელ შილდაში მდებარე ისტორიულ კომპლექს „წინაპარში“ გაიმართა.
ლიტერატურულ მარათონს პარტნიორობას უწევდა შპს „საერთაშორისო კულტურის სივრცე“, რომელთანაც მწერალთა სახლმა სულ ახლახან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მარათონში მონაწილეობდა მწერალთა სახლის მიერ საგანგებოდ შერჩეული 10 ავტორი, რომლებსაც მოწვეულმა მენტორებმა − მწერლებმა კონსტანტინე ჯანდიერმა და ირაკლი სამსონაძემ სპეციალურად „არა-კი“-სთვის მოფიქრებული სამი თემა, სამი ერთგვარი ფორმულა გააცნეს:
1. „...არაკებს გეტყვი ბევრსაო“
2. „...როდესაც ასე ახლოა გრემი“
3. მტრედის საკენკი
მოცემული 3 ფორმულიდან მარათონის თითოეულმა მონაწილემ აირჩია ერთ-ერთი მათგანი, რომლის მიხედვით, დაწესებული 48 საათის განმავლობაში შექმნა ორიგინალური პროზაული ნაწარმოები.
მარათონში მონაწილეობდნენ:
ნინო გუგეშაშვილი
ირმა ბერიძე
ქეთო დავითური
გიორგი გელაშვილი
ნატა ვარადა
სალომე ტაბატაძე
ქეთი გაბინაშვილი
სოფო დაუშვილი
მორის როსტიაშვილი
გვანცა ფიფია
მარათონის გამარჯვებულებისთვის მწერალთა სახლმა დააწესა ფულადი პრემიები:
I ადგილი − 2000 ლარი
II ადგილი − 1500 ლარი
III ადგილი − 1000 ლარი
პროექტის ხელმძღვანელია მწერალი ბაჩო კვირტია.