„ლიტერატურული რანდევუ“ − მწერალთა სახლის ახალი პროექტი

თარიღი : 23.01.2026

30 იანვარს, თვის ბოლო პარასკევს, მწერალთა სახლში, „პარასკევის საღამოების“ ფარგლებში, ახალი პროექტის − „ლიტერატურული რანდევუს“ პირველი შეხვედრა გაიმართება.

პროექტის ფორმატი განსხვავებულია − ერთგვარი ექსპერიმენტია, ფორმის, შინაარსისა და დინამიკის თვალსაზრისით.

ამჯერად „ლიტერატურული რანდევუს“ პირველ მონაწილეთა ვინაობას აუდიტორია ადგილზე შეიტყობს. 

„ლიტერატურული რანდევუ“ ყოველი თვის ბოლო პარასკევს გაიმართება. 

გვეწვიეთ, დასწრება თავისუფალია!