თარიღი : 29.01.2026
დღეს საპატრიარქოს ტელეარხმა „ერთსულოვნება“ გადაცემისთვის − „ამბები ადამიანებსა და ღმერთზე“, მწერალი ნინო ქადაგიძე და მისი შემოქმედებითი სახელოსნო გადაიღო, რომელიც მწერალთა სახლის პროექტია.
როგორც იცით, მწერალთა სახლი ყოველ შაბათს ბავშვებს მასპინძლობს შემოქმედებით სახელოსნოში, რომელსაც მწერალი ნინო ქადაგიძე უძღვება.
სახელოსნო ბავშვებს სხვადასხვა საინტერესო და შემოქმედებით აქტივობას სთავაზობს.