„ლიტერატურული რანდევუს“ პირველი შეხვედრა გაიმართა

თარიღი : 31.01.2026

30 იანვარს მწერალთა სახლში ახალი პროექტის − „ლიტერატურული რანდევუს“ პირველი შეხვედრა გაიმართა.
პროექტი მკითხველს შინაარსისა და დინამიკის თვალსაზრისით განსხვავებულ ფორმატს სთავაზობს.
პირველ შეხვედრას საპრეზენტაციო ხასიათი ჰქონდა. სტუმრებს პროექტის კონცეფციისა და მიზნების შესახებ ესაუბრნენ მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე და „ლიტერატურული რანდევუს“ იდეის ავტორი, მწერალი ბაჩო კვირტია.
საღამოში ჩართვისა და საკუთარი შემოქმედებითი სიახლეების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ მოწვეულ ავტორებსაც.
ღონისძიება დაემთხვა მწერალ ნინია სადღობელაშვილის დაბადების დღეს. მწერლებმა და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლებმა ნინიას გულთბილად მიულოცეს დაბადების დღე და წაიკითხეს მისი ნაწარმოებები.
„ლიტერატურული რანდევუს“ პირველ საღამოზე ასევე ისაუბრეს პოეტმა და მთარგმნელმა გიორგი ლობჟანიძემ, პოეტებმა − ირმა ბერიძემ, მაია მინდელმა და გიორგი ბალახაშვილმა, დრამატურგმა ვალერი ოთხოზორიამ, პოეტმა და პროზაიკოსმა ცირა ყურაშვილმა და „რანდევუს“ სხვა სტუმრებმა.
„ლიტერატურული რანდევუს“ შემდეგი შეხვედრა 27 თებერვალს გაიმართება.