მწერალთა სახლში ლიტერატურული შეხვედრების სერია - „პარასკევის საღამოები“ გრძელდება.
6 თებერვალს აუდიტორიის წინაშე წარდგნენ პოეტები – შორენა თალაკვაძე და ნინო მოდრეკილაძე.
საღამოს მოდერაციას უწევდა მწერალი ბაჩო კვირტია, რომელმაც ისაუბრა ორივე პოეტის შემოქმედებაზე და წაიკითხა მათი რამდენიმე ლექსი. პოეტებმა – შორენა თალაკვაძემ და ნინო მოდრეკილაძემ წაიკითხეს შერჩეული ნაწარმოებები. შემოქმედებითი საღამო აუდტორიასთან დიალოგით დასრულდა.
„პარასკევის საღამოები“ „ლიტერატურული გაზეთისა“ და მწერალთა სახლის ერთობლივი პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს როგორც ახალგაზრდა ავტორებისთვის, რომლებიც საკუთარი შემოქმედებითი გზის ძიებაში არიან, ასევე იმ მწერლებისთვის, რომლებსაც უკვე ჰყავთ საკუთარი მკითხველი და აუდიტორია.