დაიწყო შეხვედრების ციკლი „მუზა“ 2025-ის ლაურეატებთან

თარიღი : 05.02.2026

4 თებერვალს მწერალთა სახლში დაიწყო შეხვედრების ციკლი „მუზა“ 2025-ის ლაურეატებთან.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საუკეთესო კრიტიკა/რეცენზიის ნომინაციაში გამარჯვებული ამირან გომართელის წიგნის - „დაფარულსა განვაცხადებ“ წარდგენა. საღამოს მოდერაციას უწევდნენ „მუზა“ 2025-ის ჟიურის წევრი, კრიტიკოსი ივანე ამირხანაშვილი და მწერალი ბაჩო კვირტია.
ლიტერატურათმცოდნემ და კრიტიკოსმა, ამირან გომართელმა, წიგნის შინაარსსა და მასში შესულ წერილებზე ისაუბრა. მისი თქმით, მხატვრული ტექსტის შემთხვევაში მწერლის ნებისა თუ ჩანაფიქრის ამოხსნა ყოველთვის მარტივი არ არის, მით უმეტეს - მისი სხვებისთვის გაზიარება, რადგან მხატვრული ტექსტი მრავალ საიდუმლოს შეიცავს. სწორედ ამიტომ ემსგავსება მისი ინტერპრეტაცია „დაფარულის გაცხადებას“. წიგნში შესული წერილების უმეტესობა სწორედ ამ პროცესს ეძღვნება, რის გამოც კრიტიკული წერილების კრებულიც სწორედ ასე დაასათაურა.
ავტორის თქმით, ინტერპრეტაციის პარალელურად, მხატვრული ტექსტი საშუალებას აძლევს, წარმოაჩინოს საკუთარი ესთეტიკური დამოკიდებულება, თქვას სათქმელი და გამოხატოს პირადი პოზიცია კონკრეტული ფაქტისა თუ მოვლენის მიმართ.
კრებული „დაფარულსა გავაცხადებ“ გამოიცა მწერალთა სახლის მხარდაჭერით.
წიგნში შესულია 2015-2025 წლებში ჟურნალ „ცისკარი -1852“-ში გამოქვეყნებული წერილების უმრავლესობა.
საღამოზე ამირან გომართელის წიგნის შესახებ ისაუბრეს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მანანა კვაჭანტირაძემ, კრიტიკოსმა ლევან ბრეგაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
„მუზა“ 2025-ის შეხვედრები ლაურეატებთან გაიმართება ყოველ ოთხშაბათს, მწერალთა სახლში, 19:00 საათზე.