ანტიკური ლიტერატურის სალექციო კურსი დაიწყო

თარიღი : 05.02.2026

დღეს მწერალთა სახლში ანტიკური ლიტერატურის სალექციო კურსი დაიწყო, რომელსაც ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და მთარგმნელი მანანა ღარიბაშვილი უძღვება.

კურსის მიზანია, მსმენელები გაეცნონ ანტიკური კულტურის მნიშვნელოვან ტექსტებს, რომლებიც დღემდე უდიდეს გავლენას ახდენს როგორც ლიტერატურაზე, ისე ადამიანის აზროვნებასა და საზოგადოებრივ ფასეულობებზე.

დღევანდელ შეხვედრაზე მანანა ღარიბაშვილმა მიმოიხილა წინარე ბერძნული კულტურა და ისაუბრა ძველი ბერძნული და რომაული ლიტერატურის მნიშვნელობასა და მათ მხატვრულ ღირებულებებზე.
შემდეგი ლექციის თემა იქნება: „ძველი ბერძნული კულტურისა და ლიტერატურის ძირითადი ეტაპები“.

ანტიკური ლიტერატურის ლექციები გაიმართება ყოველ ხუთშაბათს, 17:00 საათზე, მწერალთა სახლში.