ლიტერატურული რანდევუს“ მეორე შეხვედრა გაიმართება

თარიღი : 23.02.2026

27 თებერვალს მწერალთა სახლში გაიმართება „ლიტერატურული რანდევუს“ მეორე შეხვედრა.
ამჯერად „ლიტერატურული რანდევუს“ მონაწილეები იქნებიან პოეტები − გიორგი ბალახაშვილი და გიორგი მუკბანიანი.
პროექტი „პარასკევის საღამოების“ ფარგლებში ტარდება და მკითხველს შინაარსისა და დინამიკის თვალსაზრისით განსხვავებულ ფორმატს სთავაზობს.
„ლიტერატურული რანდევუ“ იმართება ყოველი თვის ბოლო პარასკევს.
გვესტუმრეთ, დასწრება თავისუფალია!