„პარასკევის საღამოები“: შეხვედრა ეკა ქაჯაიასა და მარი თაბაგართან

თარიღი : 21.02.2026

მწერალთა სახლში, ლიტერატურული შეხვედრების სერია „პარასკევის საღამოების“ ფარგლებში, 20 თებერვალს აუდიტორიის წინაშე წარდგნენ პოეტი ეკა ქაჯაია და პოეტი, პროზაიკოსი მარი თაბაგარი.
ეკა ქაჯაიამ და მარი თაბაგარმა წაიკითხეს საკუთარი და ერთმანეთის პოეტური ტექსტები და შემოქმედებით სიახლეებზე ისაუბრეს.საღამოში მონაწილეობდნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის თეატრალური დასის მოსწავლეები. შეხვედრის ბოლოს მწერალმა ბაჩო კვირტიამ შეაჯამა საღამო და მომდევნო კვირის ლიტერატურული შეხვედრა დააანონსა.
შეგახსენებთ, ყოველი თვის ბოლო პარასკევს, მწერალთა სახლში, „პარასკევის საღამოების“ ფარგლებში ახალი პროექტი – „ლიტერატურული რანდევუ“ იმართება.