კობა ცხაკაია ლიტერატურული პრემია „მუზას“ 2024 წლის ლაურეატი იყო, ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება“.
მეგობრობდა და აქტიურად თანამშრომლობდა მწერალთა სახლთან, გულშემატკივრობდა ჩვენს გუნდს და საქმიანობას.
მარტიდან მწერალთა სახლში დაგეგმილი ჰქონდა სალექციო კურსი თემაზე „ხელოვნური ინტელექტი დრამატურგიაში“. ყველა დეტალი ზედმიწევნით იყო გაწერილი, ყველა თარიღი დაზუსტებული და ყველა საორგანიზაციო ნიუანსი დალაგებული...
მწერალთა სახლის გუნდი თანაგრძნობას უცხადებს კობა ცხაკაიას თითოეულ უახლოეს ადამიანს, და საზოგადოებას, ამ არაჩვეულებრივი პიროვნების, ხელოვანის მოულოდნელად და უდროოდ გარდაცვალების გამო.