შეხვედრების სერია ლიტერატურული პრემია „მუზა“ 2025-ის ლაურეატებთან - ლევან ბრეგაძე

თარიღი : 26.02.2026

მწერალთა სახლში გრძელდება შეხვედრების სერია ლიტერატურული პრემია „მუზა“ 2025-ის ლაურეატებთან.
25 თებერვალს გაიმართა „მუზა“ 2025-ის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესეის ნომინაციაში გამარჯვებული ავტორის, კრიტიკოსისა და ლიტერატურათმცოდნის ლევან ბრეგაძის ესეის − „განრიდება“ წარდგენა.
საღამოს მოდერაციას უწევდა კრიტიკოსი ივანე ამირხანაშვილი, რომელმაც ისაუბრა ლევან ბრეგაძის ესეის მნიშვნელობასა და თავისებურებებზე.
ავტორმა მადლობა გადაუხადა აუდიტორიას დაინტერესებისთვის და ლიტერატურული პრემია „მუზას“ ჟიურის − მისი ესეის დაჯილდოებისთვის. ლევან ბრეგაძემ ასევე ისაუბრა პრემირებული ესეის „განრიდება“ ჟანრობრივ თავისებურებასა და მისი დაწერის ისტორიაზე.
„განრიდება“ – „ტექსტოლოგიური ნოველა“ გამოქვეყნდა „ლიტერატურული გაზეთის“ სექტემბრის ნომერში.
ლევან ბრეგაძე არის არაერთი პრემიისა და ჯილდოს მფლობელი, მათ შორის:
• 2025 − ლიტერატურული პრემია „მუზა“, წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესეი − „განრიდება“
• 2017 − აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
• 2012 − გივი გაჩეჩილაძის სახელობის პრემია
• 2009 − ლიტერატურული პრემია „საბა“, წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
• 2007 − პრემია „საგურამო“
• 2003 − ლიტერატურული პრემია „საბა“, წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა და სხვა.
შეხვედრები „მუზა“ 2025-ის ლაურეატებთან იმართება ყოველ ოთხშაბათს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში.
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია!