მწერალთა სახლში „ლიტერატურული რანდევუს“ მეორე შეხვედრა გაიმართა

თარიღი : 28.02.2026

27 თებერვალს, პარასკევს მწერალთა სახლში „ლიტერატურული რანდევუს“ მეორე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ პოეტები – გიორგი ბალახაშვილი და გიორგი მუკბანიანი.
საღამოზე მწერალმა და პროექტის იდეის ავტორმა, ბაჩო კვირტიამ, აუდიტორიას პოეტები წარუდგინა, რის შემდეგაც მათ მონაცვლეობით წაიკითხეს საკუთარი ლექსები.
შეხვედრის მეორე ნაწილში „რანდევუ“ აუდიტორიასთან დიალოგით გაგრძელდა. ავტორებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს და ვრცლად ისაუბრეს თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებზე, მხატვრული ტექსტის წერის ნიუანსებზე და თავისებურებებზე.
პროექტი „პარასკევის საღამოების“ ფარგლებში ტარდება და მკითხველს შინაარსობრივად და დინამიკურად განსხვავებულ ფორმატს სთავაზობს.
„ლიტერატურული რანდევუ“ მწერალთა სახლში ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება.