თარიღი : 03.03.2026
დღეს მწერალთა სახლში ნოველის ჟანრში ერლომ ახვლედიანის სახელობის ლიტერატურული პრემიის „ერთხელ...“ გამარჯვებულთა დაჯილდოების საღამო გაიმართა.
პრემია მწერალთა სახლმა 2025 წლის 23 ნოემბერს, მწერალ ერლომ ახვლედიანის დაბადების დღეს, გამოაცხადა.
ნამუშევრების მიღების შემდეგ წარმოდგენილი საკონკურსო ნაწარმოებები შეაფასა ჟიურიმ, რომელიც სამი წევრისგან შედგებოდა:
ლიტერატურათმცოდნე, მწერალი გია არგანაშვილი; მწერალი ცირა ყურაშვილი და მწერალი, დრამატურგი ბაჩო კვირტია.
კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:
* „რჩეული ნოველა“ – მაია ჯალიაშვილი;
* „საუკეთესო ნაწარმოები“ – აქამდე არსებული ნომინაციის „რჩეული დებიუტი“ ნაცვლად.
ნომინაციაში „საუკეთესო ნაწარმოები“ პრემია გაიყო, რომელიც გადაეცათ გუჯა შვანგირაძესა და ლევან ჩხიკვაძეს.
ლაურეატებმა მიიღეს სპეციალურად კონკურსისთვის დამზადებული ჯილდოები, დიპლომები და ფულადი პრიზები:
* „რჩეული ნოველა“ – 3 000 ლარი;
* „საუკეთესო ნაწარმოები“ – 1 000 ლარი;
* „საუკეთესო ნაწარმოები“ – 1 000 ლარი.
ნოველის ჟანრში ერლომ ახვლედიანის სახელობის ლიტერატურული პრემიის „ერთხელ...“ მიზანია ნოველის ჟანრის განვითარების ხელშეწყობა, ახალი და ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერა.