თარიღი : 01.04.2026
4 აპრილიდან მწერალთა სახლში იწყება ფრანგული ლიტერატურის გაკვეთილები 8-12 წლის ბავშვებისთვის.
თუ გაინტერესებს ფრანგული ლიტერატურა და კულტურა, შემოგვიერთდი მწერალთა სახლში, სადაც იმოგზაურებ ფრანგი კლასიკოსებისა და თანამედროვე ავტორების:
ანტუან დე სენტ ეგზიუპერის, ლა ფონტენის, შარლ პეროს, გი დე მოპასანის, ვიქტორ ჰიუგოს, ონორე დე ბალზაკის, ჟიულ ვერნის, ალფონს დოდეს, გიიომ აპოლინერის, შარლ ბოდლერის, მარი დესპლეშინის, სუზი მორგენსტერნის და სხვათა სამყაროში.
ფრანგული ლიტერატურის გაკვეთილებზე:
• გადადგამ პირველ ნაბიჯებს ფრანგული ენის შესასწავლად;
• მოისმენ ფრანგულ ნაწარმოებებს დედანში;
• ნახავ ფრანგულ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებს;
• იმსჯელებ და ჩაერთვები დისკუსიებში;
გაეცნობი ფრანგულ კულტურას:
ლუვრი, ორსე, ბალზაკის სახლ-მუზეუმი, პომპიდუს ცენტრი, პანთეონი, სორბონა და სხვა − მათი ისტორიებითა და საინტერესო ფაქტებით.
ნინო ცხოვრებაშვილი − ასოცირებული პროფესორი, სორბონის უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დოქტორი.
მოპოვებული აქვს პარიზის პანთეონ-ასასის (Paris-Panthéon-Assas) სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი რომანისტიკის (ფრანგული ფილოლოგიის) სპეციალობით.
ნინო ცხოვრებაშვილს აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური და მთარგმნელობითი მუშაობის გამოცდილება.