მწერალთა სახლში გრძელდება ლიტერატურული შეხვედრების სერია - „პარასკევის საღამოები“.
დღევანდელ საღამოზე აუდიტორიის წინაშე წარდგნენ პოეტები ნინა სამხარაძე და ამირან ჯანჯღავა.
საღამოს მოდერაციას უწევდა მწერალი ბაჩო კვირტია, რომელმაც მსმენელს ავტორთა შემოქმედება და პოეტური ენის თავისებურებები გააცნო.
პოეტებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები და საღამო აუდიტორიასთან დიალოგით დასრულდა.
„პარასკევის საღამოები“ „ლიტერატურული გაზეთისა“ და მწერალთა სახლის ერთობლივი პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს როგორც ახალგაზრდა ავტორებისთვის, რომლებიც საკუთარი შემოქმედებითი გზის ძიებაში არიან, ასევე იმ მწერლებისთვის, რომლებსაც უკვე ჰყავთ საკუთარი მკითხველი და აუდიტორია.