გამომცემლობა Bookland Press-ში გამოიცა ქართული მოთხრობების კრებული

თარიღი : 12.04.2026

მწერალთა სახლის ხელშეწყობით ფრანგულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა Bookland Press-ში გამოიცა ქართული მოთხრობების კრებული, რომელშიც შესულია კოტე ჯანდიერის, კახა მელითაურის, ირაკლი ჯავახაძის, ნინო სადღობელაშვილის, ნინო გუგეშაშვილის, გელა ჩქვანავას, ბაჩო კვირტიას, ნინო ქადაგიძის, რეზო თაბუკაშვილისა და ცირა ყურაშვილის ნაწარმოებები.

კრებულის მთარგმნელია დალი იაშვილი.

ასევე ფრანგულად გამოიცა მაკა ჯოხაძისისკარიოტის ეკლები“ (მთარგმნელი: შორენა ციცაგი) და ნოდარ მაჭარაშვილისკვაზიმოდოს ქალაქი“ (მთარგმნელი: თამარ რუხაძე).

წიგნებს მწერალთა სახლი პარიზის წიგნის ფესტივალზე წარადგენს.