ლუიჯი მაგაროტოს მწერალთა სახლის მიერ დაწესებული „მადლიერების ჯილდო“ გადაეცა

თარიღი : 12.04.2026

 

29 მარტს საზოგადოების „სამშობლო გულით სატარებელი“ ინიციატივითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, მილანში გაიმართა ფილიმონ ქორიძისადმი მიძღვნილი საღამო, რომელიც დაიწყო ქართული ლიტერატურისა და კულტურისათვის მნიშვნელოვანი მოვლენით:

სახელოვან ქართველოლოგს, იტალიელ პროფესორ ლუიჯი მაგაროტოს, საქართველოს გენერალურმა კონსულმა მილანში ნატალია კორძაიამ და საზოგადოების „სამშობლო გულით სატარებელი“ ხელმძღვანელმა ნუნუ გელაძემ საქართველოს მწერალთა სახლის მიერ დაწესებული „მადლიერების ჯილდო“ გადასცეს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის.

​ღონისძიება გაგრძელდა მოხსენებებით ფილიმონ ქორიძის ღვაწლის, ასევე ქართული ღვინის ისტორიისა და უნიკალურობის შესახებ, რასაც ახლდა თბილისის სამების საკათედრო ტაძრის გუნდ „ამაღლების“ მიერ შესრულებული საგალობლები.