თარიღი : 23.04.2026
წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მწერალთა სახლში „ელფის გამომცემლობის“ ავტორებთან შეხვედრა გაიმართა.
პატარა მკითხველებს შეხვდნენ მწერლები: გივი ჩიღვინაძე, ნინო ქადაგიძე, მზია მექერიშვილი, ლალი ღაჭავა, ქეთი კვიტატიანი, გიორგი ჭაუჭიძე, ლელა გვეტაძე, ნინო მზესელი, თამარ ადამია და ნინო ზედელაშვილი.
ღონისძიების ფარგლებში ავტორებმა ბავშვებს თავიანთი წიგნებიდან შეკითხვები დაუსვეს, გაიმართა საინტერესო დიალოგი და პატარებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.
ასევე მოეწყო ბავშვების ნახატების გამოფენა.