მწერალთა სახლში შაბათობით ფრანგული ლიტერატურის გაკვეთილები მიმდინარეობს.
შაბათს, 25 აპრილს, პედაგოგმა ნინო ცხოვრებაშვილმა ფრანგი მწერლისა და ცნობილი იგავ-არაკების ავტორის, ჟან დე ლა ფონტენის შემოქმედება განიხილა.
ფრანგული იგავ-არაკების განხილვის პარალელურად, მოზარდი თაობა გაეცნო სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედებას და საფრანგეთში მისი მოგზაურობის (ლუი XIV-სთან შეხვედრის) დეტალებს.
მან ასევე ისაუბრა XVII საუკუნის საფრანგეთის ისტორიასა და ცნობილ ინსტიტუციებზე, მათ შორის ფრანგულ აკადემიაზე (Académie française) და მის „უკვდავ“ წევრებზე.
გაკვეთილის დასრულებისას ბავშვები დისკუსიაში ჩაერთნენ და ნახატების საშუალებით გადმოსცეს საკუთარი ემოციები.