მუზეუმების საერთაშორისო დღეს, მწერალთა სახლში, ღონისძიების „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში, რეჟისორ ანდრია ვაჭრიძის სპექტაკლის „წითელი ანარეკლი“ ჩვენება გაიმართა.
სპექტაკლი 1937 წლის რეპრესიების შესახებაა და გამოჩენილი ხელოვანებისა და საზოგადო მოღვაწეების − რეჟისორ სანდრო ახმეტელის, ტიციან ტაბიძის, მიხეილ ჯავახიშვილისა და მღვდელ სვიმონ ბაკურაძის რეჟიმთან დაპირისპირებაზე გვიამბობს.
პიესის ტექსტის ავტორი და რეჟისორი ანდრია ვაჭრიძეა. იდეის ავტორები: დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი. კომპოზიტორი: ირაკლი სიქტურაშვილი.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: ლალიკო გოგიძე, კობა ნასყიდაშვილი, ილია ზარდიაშვილი, ირაკლი გაგლიაშვილი, ირაკლი სიქტურაშვილი, ანდრია ვაჭრიძე.
სპექტაკლი „წითელი ანარეკლი“ 2025 წელს დაიდგა.