მუზეუმების საერთაშორისო დღეს, მწერალთა სახლში ღონისძიება „ღამე მუზეუმში“ გაიმართა.
დავით სარაჯიშვილის მემორიალურმა და რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმებმა მრავალფეროვან აუდიტორიას − მოსწავლეებს, ახალგაზრდებსა და უცხოელ დამთვალიერებლებს უმასპინძლეს.
დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმის ტურის ფარგლებში, გიდებმა ყურადღება მის საგანმანათლებლო ქველმოქმედებაზე გაამახვილეს, ხოლო რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმში სტუმრები დეტალურად გაეცნენ მწერალთა კავშირისა და ქართველი ავტორების ისტორიას 1921 წლიდან 1953 წლამდე.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა რეჟისორ ანდრია ვაჭრიძის სპექტაკლის „წითელი ანარეკლი“ ჩვენება, რომელიც 1937 წლის რეპრესიებს ეძღვნება.