22 მაისს მწერალთა სახლში „პარასკევის საღამოების“ მორიგი შეხვედრა შედგა.
საღამოზე აუდიტორიის წინაშე წარდგნენ პოეტები − მანანა ქურდაძე და ზაზა მაღულარია.
ორივე ავტორის შემოქმედებაზე პოეტმა მანონ ბულისკერიამ ისაუბრა.
მანანა ქურდაძემ და ზაზა მაღულარიამ წაიკითხეს საკუთარი პოეზია და აუდიტორიის მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხეს, რომელიც წერის სპეციფიკას, სირთულეებს და ზოგადად, თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს ეხებოდა.
„პარასკევის საღამოები“ მწერალთა სახლისა და „ლიტერატურული გაზეთის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც 2024 წელს დაიწყო და მაქსიმალურად ხელს უწყობს ახალი, საინტერესო ავტორების აღმოჩენას და ფართო აუდიტორიისთვის წარდგენას. ასევე, გამოცდილი, პროფესიონალი პოეტების, პროზაიკოსებისა და დრამატურგების მხარდაჭერას, გააცნონ საკუთარი შემოქმედება უფრო მეტ მკითხველს, საზოგადოებას.