თარიღი : 22.05.2026
ამ ეტაპზე „ცოცხალ წიგნებს“ იმერეთის (ქუთაისი, ვანი, ბაღდათი), კახეთის (თელავი, ყვარელი, სიღნაღი) და მცხეთა-მთიანეთის (სტეფანწმინდა (ყაზბეგი), დუშეთი) რეგიონები უმასპინძლებენ!
როგორ გაჩნდა იდეა: 11 წლის წინ სახელმწიფო უწყების მხრიდან მსგავსი მასშტაბის მხარდაჭერა თითქმის უპრეცედენტო მოვლენა იყო. იმ პერიოდში ლიტერატურული ცხოვრება ძირითადად მხოლოდ დედაქალაქში იყო კონცენტრირებული, ხოლო რეგიონები პრაქტიკულად მოკლებული იყვნენ ასეთ აქტივობებს. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, რომ ცოცხალი, თანამედროვე მწერლების შეხვედრები მასშტაბურად გამართულიყო რეგიონებში, რაც იმ დროისთვის ნამდვილად ახალი სიტყვა იყო.
მიზანი: ლიტერატურის, წიგნის, თანამედროვე მწერლების პოპულარიზაცია, ლიტერატურულ პროცესებში რეგიონების ჩართვა, ადგილობრივი ავტორების აღმოჩენა-ხელშეწყობა.
კულტურული დიალოგი: დისკუსიები თანამედროვე პოეზიაზე, პროზაზე, თარგმანებზე, გამოცემებზე.
პროექტის მხარდამჭერები: მუნიციპალიტეტების მერიის კულტურის სამსახურები, სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. გაზეთი „ლიტერატურული გაზეთი“, სხვადასხვა გამომცემლობა.
შედეგები: 11 წლის განმავლობაში პროექტმა მოიცვა ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონის 90-მდე მუნიციპალიტეტი. ხელი შეუწყო თანამედროვე მწერლების შემოქმედების პოპულარიზაციას და ახალი/ახალგაზრდა ავტორების აღმოჩენას, რეგიონსა და დედაქალაქს შორის ლიტერატურული დიალოგის ხელშეწყობა-გაძლიერებას, ადგილობრივი ნიჭიერი ავტორების წარმოჩენას. რეგიონების საბიბლიოთეკო ფონდების სხვადასხვა გამომცემლობის წიგნებით შევსებას.
თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს და დაელოდეთ დეტალურ ინფორმაციას პროექტის მონაწილეებისა და ღონისძიებების შესახებ.