„ცოცხალი წიგნები“ გრძელდება

თარიღი : 28.05.2026

 

ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ გრძელდება.

29, 30 და 31 მაისს „ცოცხალი წიგნები 2026“ იმერეთის რეგიონს ქუთაისს, ვანსა და ბაღდათს ეწვევა.

პროექტში მონაწილეობენ ავტორები:
• ცირა ყურაშვილი
• აკაკი გაბრიჭიძე
• სოფიო გოგოლაძე

29 მაისს „ცოცხალ წიგნები 2026“ მკითხველთან შეხვედრას ქუთაისის სამუსიკო სკოლაში გამართავს;

30 მაისს პროექტს ვანის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი უმასპინძლებს;

იმერეთის ტური ბაღდათში, 31 მაისს დასრულდება. ღონისძიება ბაღდათის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდება.  

„ცოცხალი წიგნები 2026“ ადგილობრივ ბიბლიოთეკებს საჩუქრად გადასცემს სხვადასხვა გამომცემლობის წიგნებსა და ჟურნალებს.

პროექტს ახორციელებს მწერალთა სახლი, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.