„ცოცხალი წიგნების“ შეხვედრა გაიმართა​ ქუთაისის პირველ სამუსიკო სკოლაში

თარიღი : 29.05.2026

 

მწერალთა სახლის ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტ „ცოცხალი წიგნების“ შეხვედრა გაიმართა ​ ქუთაისის პირველ სამუსიკო სკოლაში.

მკითხველის წინაშე თანამედროვე ავტორები: ცირა ყურაშვილი, გიზო თავაძე, სოფიო გოგოლაძე და აკაკი გაბრიჭიძე წარდგნენ.

​შეხვედრაზე ავტორებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს და აუდიტორიასთან შემოქმედებით პროცესსა და ლიტერატურულ გზაზე ისაუბრეს. საღამოს ქუთაისელი მკითხველი, ლიტერატურის მოყვარული საზოგადოება და ახალგაზრდები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.

​„ცოცხალი წიგნების“ შეხვედრა მკითხველთან ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურთან კოორდინაციით მოეწყო. პროექტის ფარგლებში სამუსიკო სკოლას საბიბლიოთეკო ფონდისთვის საჩუქრად გადაეცა მწერალთა სახლის გამოცემები, სხვადასხვა გამომცემლობის წიგნები და ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები.

​„ცოცხალი წიგნები 2026“-ის მონაწილე ავტორები ხვალ, 30 მაისს, ვანში ჩავლენ და თავიანთ შემოქმედებას ადგილობრივ მკითხველს გააცნობენ.