4 ივნისს მწერალთა სახლში „ლიტერატურული რანდევუს“ მორიგი შეხვედრა შედგა

თარიღი : 05.06.2026

4 ივნისს მწერალთა სახლში „ლიტერატურული რანდევუს“ მორიგი შეხვედრა შედგა.
საღამოს მონაწილეები იყვნენ პოეტები – გიორგი ჩერქეზია და გიორგი მინჯია.
ავტორებმა წაიკითხეს საკუთარი და სხვადასხვა ეპოქის – კლასიკოსი თუ თანამედროვე პოეტების ლექსები, ვრცლად ისაუბრეს თანამედროვე ლიტერატურასა და ლიტერატურულ პროცესებზე, უპასუხეს აუდიტორიის მხრიდან დასმულ შეკითხვებს.
4 ივნისის „რანდევუ“ ჩვეულ დროზე მეტხანს გაგრძელდა და განსაკუთრებული ემოციურობით გამოირჩეოდა.
გიორგი ჩერქეზიას და გიორგის მინჯიას შემოქმედება შეაფასეს პოეტების მეგობრებმა და საღამოს სხვა სტუმრებმა.
„ლიტერატურული რანდევუ“ მწერალთა სახლის პროექტ „პარასკევის საღამოების“ ერთგვარი ჩანართია, რომელიც ლიტერატურის მოყვარულ აუდიტორიას შინაარსის, ფორმისა და დინამიკის თვალსაზრისით განსხვავებულ ფორმატს სთავაზობს.