„ცოცხალ წიგნებს“ ყვარლის სახელმწიფო მუზეუმმა უმასპინძლა

თარიღი : 08.06.2026

დღეს, 6 ივნისს, ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმმა მწერალთა სახლის ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტცოცხალ წიგნებსუმასპინძლა.

კახეთის ლიტერატურულ ტურში მონაწილეობენ ავტორები: ამირან გოდერძიშვილი, სალომე გოგოლაძე, მირანდა ერისთავი, თამარ გელიტაშვილი.

შეხვედრა საინტერესოდ და აქტიურად წარიმართა. ყვარელში ჩასულმა პოეტებმა საზოგადოებას თავიანთი ლექსები წაუკითხეს. შეხვედრას ადგილობრივი პოეტებიც ესწრებოდნენ, რომელთაც კოლეგებს საკუთარი შემოქმედება გაუზიარეს, რამაც საღამოს კიდევ უფრო ცოცხალი, მეგობრული და მიმზიდველი ხასიათი შესძინა.

ღონისძიების დასასრულს, დამსწრეებს საჩუქრადცოცხალი წიგნებისმაისურები დაურიგდათ. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, ყვარლის სახელმწიფო მუზეუმს მწერალთა სახლის გამოცემები, სხვადასხვა გამომცემლობის წიგნები და ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები გადაეცა.

ილიას მუზეუმი ხშირად მასპინძლობს წიგნის პრეზენტაციებს, პოეზიის საღამოებს და სხვა კულტურულ ღონისძიებებს.

სასიხარულოა, რომ დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ავტორები. მათ მიერ სტუმრებისთვის საკუთარი შემოქმედების გაცნობა-გაზიარებამ განსაკუთრებული შინაარსი და ემოცია შესძინა შეხვედრას.

მადლობა ვუხდით ილიას მუზეუმს და ყველა მონაწილეს ამ შთამბეჭდავი დღისთვის.

კახეთის ლიტერატურულ ტურსცოცხალი წიგნებიხვალ, სიღნაღში დაასრულებს.