ივანე მაჩაბლის მუზეუმში ლიტერატურული საღამო გაიმართა.
ღონისძიება ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, მთარგმნელსა და პუბლიცისტს ივანე მაჩაბელს ეძღვნებოდა და მასში თბილისის 24-ე საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ახალგაზრდებმა ივანე მაჩაბლის ცხოვრება და მოღვაწეობა მიმოიხილეს, ასევე, ქართულ და ინგლისურ ენებზე წაიკითხეს შექსპირის სონეტები.
ღონისძიებას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, მუზეუმის თანამშრომლები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.
ქეთევან დუმბაძემ 24-ე საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები დღეს წარმოდგენილი ლიტერატურული საღამოს გასამართად მწერალთა სახლში მოიწვია.
მუზეუმში ასევე მოეწყო ივანე მაჩაბლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა.