პროექტის „ცოცხალი წიგნები 2026“ პირველი ეტაპი დასრულდა

თარიღი : 14.06.2026

დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში დღეს დასრულდა მწერალთა სახლის ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტისცოცხალი წიგნები 2026“ პირველი (საგაზაფხულო) ეტაპი.

პროექტს უმასპინძლა ფასანაურის პირველმა საჯარო სკოლამ. ამ სკოლაში სწავლობდნენ გოდერძი ჩოხელი, იაკობ ტრიპოლსკი და სხვა არაერთი ცნობილი შემოქმედი.

შეხვედრას სკოლისა და დაბის ბიბლიოთეკების წარმომადგენლები დაესწრნენ. გაიმართა წიგნის, ლიტერატურის, განათლების საკითხებზე დიალოგი.

ცოცხალი წიგნებისამ ტურში მონაწილე ავტორები არიან: ამირან ჯანჯღავა, ნინო ჭიქაშუა, მორის როსტიაშვილი და ნატალია ბეიტრიშვილი.

ცოცხალი წიგნები 2026“ შემოდგომის სეზონამდე გემშვიდობებათ. წინ საქართველოს სხვა რეგიონებში დაგეგმილი საინტერესო გასვლითი შეხვედრებია!