12 ივნისს მწერალთა სახლში „პარასკევის საღამოების“ მორიგი შეხვედრა გაიმართა.
საღამოზე აუდიტორიის წინაშე წარდგნენ პოეტები − სალომე გოგოლაძე და მთვარისა მაჭარაშვილი.
შეხვედრას მოდერაციას უწევდა მწერალი ბაჩო კვირტია, რომელმაც ორივე ავტორის შემოქმედებაზე ისაუბრა და მათი ლექსები წაიკითხა.
სალომე გოგოლაძემ და მთვარისა მაჭარაშვილმა წაიკითხეს საკუთარი პოეზია და აუდიტორიის მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
სალომე გოგოლაძის და მთვარისა მაჭარაშვილის შემოქმედებაზე ისაუბრეს პოეტებმა − ამირან გოდერძიშვილმა, გიორგი ბალახაშვილმა, თამარ გელიტაშვილმა და საღამოს სხვა სტუმრებმა.
„პარასკევის საღამოები“ მწერალთა სახლისა და „ლიტერატურული გაზეთის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც 2024 წელს დაიწყო და მაქსიმალურად ხელს უწყობს ახალი, საინტერესო ავტორების აღმოჩენას და ფართო აუდიტორიისთვის წარდგენას. ასევე, გამოცდილი, პროფესიონალი პოეტების, პროზაიკოსებისა და დრამატურგების მხარდაჭერას, გააცნონ საკუთარი შემოქმედება უფრო მეტ მკითხველს, ლიტერატურის მოყვარულ საზოგადოებას.