12 ივნისს „ცოცხალ წიგნებს“ ხევმა უმასპინძლა.
მორის როსტიაშვილმა, ნინო ჭიქაშუამ, ამირან ჯანჯღავამ და ნატალი ბეიტრიშვილმა აქაურ საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება გააცნეს.
ხევში პოეზია გამორჩეულად უყვართ და დღევანდელი შეხვედრაც ცოცხალი, ემოციური გამოვიდა.
შეხვედრა სტეფანწმინდის მერიასთან თანამშრომლობით დაიგეგმა.
საღამოს დაესწრნენ ცენტრის თანამშრომლები, მოხევე პოეტი მანანა გელაძე, დაბა სტეფანწმინდის საჯარო სკოლის და სოფელ ყანობის სკოლის მასწავლებლები, არშის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
მასპინძლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები იშვიათად იმართება და მადლობა გადაუხადეს მწერალთა სახლს, „ცოცხალ წიგნებს“ ხევში სტუმრობისთვის.
მცხეთა-მთიანეთის ტურის მომდევნო შეხვედრა ხვალ ხევის ულამაზეს ისტორიულ სოფელ სნოში გაიმართება.