„გაზაფხულის არა-კი“

თარიღი : 11.05.2026

22-23-24 მაისს კახეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ლამაზ სოფელ შილდაში მწერალთა სახლის და საერთაშორისო კულტურის სივრცის ორგანიზებით, გაზაფხულის სეზონის სამდღიანი ლიტერატურული მარათონი −
„გაზაფხულის არა-კი“ გაიმართება.
„არა-კი“ მწერალთა სახლის პროექტია, რომლის მიზანია შერჩეული კონკურსანტების მიერ საგანგებოდ მარათონისთვის მიცემული დავალების მიხედვით შექმნილი ნაწარმოებებიდან 3 საუკეთესოს გამოვლენა.
კონკურსანტებს ორიგინალური პროზაული თხზულების დასაწერად 48 საათი ექნებათ.
„გაზაფხულის არა-კი“-ს მარათონში მონაწილეობს 8 ავტორი:
მაია მინდელი
თამთა ხელაია
ვახო ვახტანგაძე
აკაკი დაუშვილი
თინათინ გარადინსკი
სოფიო გოგოლაძე
გიორგი კუცია
ანი ბადალაშვილი
პროექტის ხელმძღვანელი: პროზაიკოსი, დრამატურგი ბაჩო კვირტია.
პროექტის მენტორები:
მწერალი, ფილოლოგი ცირა ყურაშვილი
თეატრმცოდნე, მწერალი ფიქრია ყუშიტაშვილი
პროზაიკოსი, დრამატურგი ბაჩო კვირტია