შეხვედრა თინათინ გარადინსკთან და ხათუნა დოლიძესთან

თარიღი : 09.05.2026

8 მაისს მწერალთა სახლში „პარასკევის საღამოების“ მორიგი შეხვედრა შედგა.
საღამოს პოეტები და პროზაიკოსები − ხათუნა დოლიძე და თინა გარადინსკი სტუმრობდნენ.
ორივე ავტორის შემოქმედება „პარასკევის საღამოების“ წამყვანმა, მწერალმა ბაჩო კვირტიამ შეაფასა. ხათუნა დოლიძემ და თინა გარადინსკიმ წაიკითხეს ლიტერატურული ტექსტები, აუდიტორიის მხრიდან დაისვა შეკითხვები, რომლებსაც ავტორებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.
„პარასკევის საღამოები“ მწერალთა სახლისა და „ლიტერატურული გაზეთის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც 2024 წელს დაიწყო და მაქსიმალურად ხელს უწყობს ახალი, საინტერესო ავტორების აღმოჩენას და ფართო აუდიტორიისთვის წარდგენას. ასევე, გამოცდილი, პროფესიონალი პოეტების, პროზაიკოსებისა და დრამატურგების მხარდაჭერას, გააცნონ საკუთარი შემოქმედება მკითხველს, საზოგადოებას.